წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა მონატრებულ მოსწავლეებს სიხარულით შეეგება, სკოლის დერეფანი ბუშტებით მორთეს და მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლის დირექტორი ნატო ბელქანია მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის დასწრებით ფორმატში განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
დირექტორი მათ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: