წალენჯიხის N4 სკოლის დირექტორმა წალენჯიხის N1 სკოლის დირექციასა და პედაგოგებს ორწლიანი გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა
11-10-2021
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა მებონიამ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ბადრი ბობოხიას მადლობის სიგელი გადასცა.

ბადრი ბობოხია წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ნანა მებონიამ მთელი სკოლის სახელით სტუმარს მადლობის სიგელი გადასცა. 

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში 2 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიტომ ამ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, დროებით, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის შენობაში გადავიდნენ. 

მადლობის სიგელიც სწორედ ამ ფაქტის გამო გადაეცა სკოლის დირექტორ ბადრი ბობოხიას.

„ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში დღეს მადლიერების ძვირფასი წუთები სუფევდა.
დირექტორმა, ქალბატონმა ნონა მებონიამ, ახალ სკოლაში საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვია წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი ბადრი ბობოხია და პედაგოგიური კოლექტივის სახელით, მადლობის სიგელი გადასცა, ორწლიანი გულთბილი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის. მადლიერება ნიჭია, ჩვენ მალიერები ვართ!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203