ძენწმანის საჯარო სკოლის პედაგოგ ნაზიკო ფარტენაძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
11-10-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ნაზიკო ფარტენაძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

მას სიგელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გადასცა.

„ამაგის დაფასება!

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება. სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნაზიკო ფარტენაძე დაჯილდოვდა გაწეული შრომისათვის. სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203