ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-10-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სკოლის ეზოში დაშვებულია დროშა.

„ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 8 ოქტომბერს ქ. ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას!
სკოლის ეზოში დილიდანვე დაშვებულია დროშა!
მასწავლებლები მოსწავლეებს ესაუბრნენ 8 ოქტომბრის ტკივილიანი დღისა და 11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, რაც ასევე მგრძნობიარე გულისტკივილით გაიზიარეს მოსწავლეებმაც!
ტაკიძეების სკოლა, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ყველა მოსწავლეს, ქართველ ერსა და ჩვენს სამშობლოს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203