ფერიის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში ახალ შენობაში განაახლა
11-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში ახალ შენობაში განაახლა.
სკოლის ახალი შენობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ დაათვალიერეს.
მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დასწრებით ფორმატში განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
ვიზიტის ამსახველ ვიდეოს ფერიის საჯარო სკოლა ავრცელებს.
„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ქალბატონ მაია ხაჯიშვილმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონ ნევრესტან დიდმანიძემ, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სკოლის ახალ შენობაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს