„ჩვენმა მესამე პროექტმაც მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი“ - ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს
11-10-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩია ავრცელებს. 

როგორც სკოლის დირექტორი წერს, უკვე მათმა მესამე პროექტმა მოიპოვა ხარისხის ნიშანი.

ლულა ხვიჩია ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ! ჩვენმა მესამე პროექტმაც მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი“,- წერს სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203