წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
მანამდე კი, სანამ პატარებს სკოლაში მიიღებდნენ, მათ მასწავლებელს ვიდეოები გამოუგზავნეს და დამრიგებელს თავი დისტანციურად გააცნეს.
სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს პირველკლასელებს სკოლაში შესვლას, უამრავ წარმატებასა და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
„გილოცავთ, ჩემო პატარებო, მინდა გისურვოთ წარმატებული და ბედნიერი მომავალი, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ. თქვენც გილოცავთ დედიკოებო და მადლობა მოწოდებული ვიდეოებისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.