გაიცანით, და-ძმა - ლუკა და ბარბარე გოგმაჩაძეები, რომელთა წარმატება კერძო სკოლა „გიმნაზიისთვის“ საამაყოა
11-10-2021
ფოთის კერძო სკოლის - „გიმნაზია“ეტალონის პედაგოგი მაია კუცია სკოლის წარმატებული მოსწავლისა და კურსდამთავრებულის - და-ძმა გოგმაჩაძეების, შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს. 

სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა გოგმაჩაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თავისუფალ უნივერსიტეტში 100% სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. 

წარმატებული მოსწავლეა მისი და ბარბარე გოგმაჩაძეც, რომელმაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში, 67 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა. 

„ჩვენი გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ლუკა გოგმაჩაძე  100% გრანტით  ჩაირიცხა თავისუფალ  უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეროვნულ გამოცდებზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, ლუკა რეიტინგით მეხუთე ადგილზეა ფაკულტეტზე  ჩარიცხულ  75 სტუდენტს შორის.
აქვე მინდა დავამატო კიდევ ერთი სასიამოვნო  სიახლის  შესახებ: ლუკა  გოგმაჩაძის და, ბარბარე გოგმაჩაძე, რომელიც ასევე ჩვენი გიმნაზიის წარჩინებული მე-10 კლასელია, მონაწილეობდა 5 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის" ფოთის დისტანციურ  კონკურსში, სადაც მან 67 ქულა მოიპოვა და მეორე-მესამე ადგილი გაიყო. ვულოცავთ და-ძმა გოგმაჩაძეებს მორიგ წარმატებას“,- ნათქვამია პედაგოგ მაია კუციას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203