ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
11-10-2021
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა პირველკლასელებს ვიდეორგოლით გვაცნობს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ასევე, მორთული იყო სკოლის ეზოც. 

პირველკლასელებს სკოლაში შესვლას სკოლის დირექტორი მინდია ცხვედიანი ულოცავს. 

„ლამაზი, ლაღი, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენ მიერ ჩვენი სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე“,- წერს სკოლის დირექტორი

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203