ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, მალვინა სირბილაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
11-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის წამყვან პედაგოგს, მალვინა სირბილაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ისტორიის მასწავლებელს დამსახურებული ჯილდო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა დიდმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.

„ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის ისტორიის წამყვან მასწავლებელს მალვინა სირბილაძეს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება, პირადად გადასცეს ჯილდო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა“, - წერია სკოლის დირექიის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203