ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები გადაეცათ 
08-10-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გასული სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. 

მოსწავლეებს დამსახურებული სიგელები სკოლაში გადასცეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი ცოდნის შეძენას უსურვებენ.

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203