ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ წარმატებული პედაგოგი თეა ფანცხავა დაჯილდოვდა
08-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ინგლისური ენის პედაგოგი თეა ფანცხავა სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„ინგლისური ენის მასწავლებელი თეა ფანცხავა „ქემბრიჯის“ მიერ არის შეფასებული და დაჯილდოვებულია ინგლისურის მე-5 დონის სერტიფიკატით, ინგლისური ენის როგორც უცხო ენად, სხვა ენაზე მოლაპარაკე მოსწავლეებისთვის სწავლებაში. ის ასევე გახლავთ მაგისტრი, უფროსი მასწავლებელი; „ქემბრიჯის“ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი; არის ძალიან აქტიური და ეს მისი მოსწავლეების წარმატებაზეც ხშირად აისახება. ასევე გახლავთ საერთაშორისო ტრენერი საჯარო გამოსვლის მიმართულებით; შესაბამისად ხშირად ატარებს „Speech-Tournaments“; სკოლა „პროგრესი“ ულოცავს ქალბატონ თეას აღნიშნულ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს“, - წერია სკოლის განცხადებაში

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203