დეხვირის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს განსაკუთრებულად დახვდნენ
08-10-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

ადმინისტრაცია მოსწავლეებს და  განსაკუთრებით ერთადერთ პირველკლასელს დიდი სიყვარულით დახვდა და სწავლის სკოლაში განახლება მიულოცა:

„ჩვენ დავბრუნდით სკოლის მერხებთან მოტივირებულნი, ხალისიანნი, შემართებულნი! მზად ვართ, დაუღალავი შრომისთვის და მუდმივი წინსვლისთვის! დეხვირის საჯარო სკოლის თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს გილოცავთ, ამ მშვენიერ დღეს. განსაკუთრებით ვულოცავთ, პირველკლასელ ფერია ანას, ცოდნის ტაძრის კარისს შემოღებას და შემონათებას! წარმატებული, ნაყოფიერი და მშვიდი წელი ყოფილიყოს ყველასთვის“, - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203