ხალას საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი გორგილაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
08-10-2021
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

მე-3 კლასის მოსწავლე დაჩი გორგილაძემ izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203