ბალდის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ოლია ჯანჯღავამ გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა
08-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროდესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

პირველკლასელებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა სკოლის დირექტორმა, ქეთევან ბაჩილავამ.

პირველკლასელებს პედაგოგი ოლია ჯანჯღავა განსაკუთრებულად შეხვდა. პატარებს გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.

„გზა დაგელოცოთ პატარებო და წარმატებები დაგებედოთ! ასე გალამაზებულ გარემოში მიიღო ოლია მასწავლებელმა ჩვენი მერცხლები“, - წერს, დირექტორი ქეთევან ბაჩილავა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203