თბილისის N60 სკოლის მოსწავლეებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლება განათლების მინისტრის მოადგილემ პირადად მიულოცა
08-10-2021
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო წლის საკლასო ოთახებში განახლება პირადად მიულოცა.
მინისტრის მოადგილე სკოლას ეწვია და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა.
მან მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა.
ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის პრევენციის კუთხით სრული მობილიზაციაა, სკოლების პერსონალის დიდი ნაწილი აცრილია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, ყველა ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს