ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
08-10-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები და წიგნები საზეიმო ვითარებაში მერიის წარმომადგენლებმა და დირექციამ გადასცა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
მოსწავლეებს სკოლა და მერია წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და სკოლის დირექციამ პირველკლასელებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება და კომპიუტერებთან ერთად, მერიამ საჩუქრად გადასცა წიგნები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს