ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება საზეიმოდ მიულოცა
08-10-2021
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკასელებს დიდი სიყვარულით დახვდა და სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება მიულოცა:

„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშობლიურ სკოლაში შეხვედრას! განსაკუთრებით - პირველკლასელებს, რომელთა მოციმციმე თვალებმა და ულამაზესმა თაიგულებმა დღევანდელი დღე გაგვილამაზეს! თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა პირველკლასელს! წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე! უფალო, ულხინე ყველა ბავშვს ამ სამყაროში“, -  წერს მთვარისა ახვლედიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203