„თქვენ ხართ ის უშრეტი წყარო, რომელიც ასაზრდოებს ახალგაზრდობას“- ღურტის საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა პედაგოგებს
08-10-2021
5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიულ დღე იზეიმეს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცა.
დირექციამ პედაგოგებს წარმატებები და პროფესიული მიღწევები უსურვა.
„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. თქვენ ხართ ის უშრეტი წყარო, რომელიც ასაზრდოებს ახალგაზრდობას. დაე, იყოთ არა ის მასწავლებლები, რომელიც მხოლოდ ყვება გაკვეთილს, არამედ შთააგონებს მოსწავლეს მომავლისთვის. უდიდეს წარმატებებს და პროფესიულ მიღწევებს გისურვებთ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო“, - წერია სკოლის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს