უსახელოს საჯარო სკოლის მოსწავლე უჩა წიქარიშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი დაიმსახურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლე უჩა წიქარიშვილმა
izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.