„ამაყი ვარ თქვენით“- ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ვერიკო ბენიძის ემოციური მიმართვა მოსწავლეებსა და პედაგოგებს
08-10-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბრიდან განახლდა.

სკოლის დირექტორმა ვერიკო ბენიძემ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე სასკოლო საზოგადოებას სწავლის განახლებას და კოლეგებს კი პროფესიულ დღეს ულოცავს:

„ასე დავიწყეთ! გილოცავთ ჩემო გაზაფხულებო შემოდგომის ამ უბედნიერეს დღეს ზუსტად ვიცი, წინ საოცარი სასწავლო წელი გველოდება თავგადასავლებითა და წარმატებებით დახუნძლული. 
გილოცავთ ჩემო ძვირფასო კოლეგებო პროფესიულ დღეს! მინდა მუდამ ბედნიერებითა და წარმატებებით გაღიმებულებს გხედავდეთ! როცა თქვენ იღიმით მეც ბედნიერი ვარ! მიყვარხართ! გაფასებთ! მეიმედებით! ამაყი ვარ თქვენით“, -  წერს ვერიკო ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203