კვატიის საჯარო სკოლას წელს შვიდი პირველკლასელი ჰყავს
08-10-2021
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბრიდან განახლდა.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლამ შვიდი პირველკლასელი მიიღო, რომელთაც საჩუქრად ჩანთები გადაეცათ.
„დიდი სიხარულით დავიწყეთ დასწრებული სწავლება; მივიღეთ შვიდი პირველკლასელი, სკოლის დირექციამ პირველკლასელებს გადასცა „ნოვას“ მიერ საჩუქრად გადმოცემული ჩანთები. ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს