მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების პედაგოგი ლამარა ბოლქვაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია
08-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბოლქვაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის დასახელდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ფინალური ღონისძიება 5 ოქტომბერს ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203