თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ენდელაძემ პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა
08-10-2021
თბილისის N142 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბრიდან განახლდა. დირექტორი ეკატერინე ენდელაძე მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა.
ეკატერინე ენდელაძემ პირველკლასელებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და პატარებს საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ დირექტორის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო და ბავშვებმა სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე გაიარეს.