ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასწრებითი ფორმატით სწავლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს
08-10-2021
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დასწრებითი ფორმატით სწავლა მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი განახლებულ შენობაში დაიწყეს.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მოსწავლეებს კლასი მოურთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203