უჩმანის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
08-10-2021
4 ოქტომბრს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ, კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცეს და სწავლის დაწყება მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203