აზმანის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს საზეიმოდ დახვდნენ
08-10-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლას წელს ერთადერთ პირველკლასელი ჰყავს, რომელსაც პედაგოგები საზეიმოდ დახვდნენ.
პედაგოგი თალიკო ჩოგაძე მოსწავლეებსა და სკოლის ერთადერთ პირველკლასელს, მარიამ თავართქილაძეს სწავლის დაწყებას განსაკუთრებულად ულოცავს.
„გისურვებთ მიგეღოთ საუკეთესო ცოდნა და გქონოდეთ ბავშვობის ულამაზესი წლები. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენთან მიღებული ზოგადი განათლება ნაყოფიერი აღმოჩნდება. ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატების მიღწევაში“, - აღნიშნულია თალიკო ჩოგაძის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს