ჩხუტელის საჯარო სკოლის მასწავლებელთა 80% აცრილია - სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
08-10-2021
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების დაცვით, საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

სკოლის დირექტორმა, ირმა გუგავამ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ ინფორმაცია გაავრცელა. 

„ჩხუტელის საჯარო სკოლა მშობლების საყურადღებოდ აცხადებს, რომ სკოლაში მაქსიმალურად დაცულია კოვიდრეგულაციები, აცრილია მასწავლებელთა 80%, ასევე აცრილია ორივე მძღოლი, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ რეისებს, ასე, რომ სასკოლო გარემო მოსწავლეებისთვის არის უსაფრთხო .სკოლას იცავს კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებულ ყველა წესსა და ნორმას. საჭიროების შემთხვევაში დროულად მოგეწოდებათ ყველანაირი ინფორმაცია, გისურვებთ ჯანმრთელობას!“,- მიმართავს დირექტორი მოსწავლეთა მშობლებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203