მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ქვაჩაკიძე მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა
08-10-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლის დირექტორმა, მამუკა ქვაჩაკიძემ სასკოლო საზოგადოებას სწავლის საკლასო ოთახებში განახლება მიულოცა:

„გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - წერს მამუკა ქვაჩაკიძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203