თბილისის N119 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელები დაასაჩუქრეს
08-10-2021
თბილისის N119 საჯარო სკოლაში სწავლა დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბრიდან განახლდა. მონატებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიყვარულით შეხვდნენ.
სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ და პატარებს საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთის ზრუნვითა და მხარდაჭრით გამოირჩევიან.