თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს
08-10-2021

5 ოქტომბერს პედაგოგებმა პროფესიული დღე იზეიმეს. თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახატები დახატეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მეექვსეკლასელები ხელოვნების პედაგოგთან მარინა ტომასოვასთან ერთად მსჯელობდნენ.

„მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები და იმსჯელეს სამყაროში მასწავლებლის პროფესიის აუცილებლობაზე. ხელოვნების პედაგოგთან, ქალბატონ მარინა ტომასოვასთან ერთად მჯელობდნენ მასწავლებლობის ფენომენზე, როგორც ყველა პროფესიის სათავესა და წყაროზე, ნებისმიერი პროფესიისკენ მიმავალ მოსწავლესა თუ აბიტურიენტს მასწავლებელი გზამკვლევად ევლინება. ქალბატონმა მარინამ თავის მხრივ დასძინა, რომ ამ  პროფესიისადმი სიყვარულმა უამრავი თაობა გააზრდევინა და აზიარა განათლებისა და ხელოვნების კეთილშობილებას“, -  აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203