ჯვარას საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს განსაკუთრებულად დახვდნენ
08-10-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში დასწრებით ფორმატში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდა. სკოლის დირექცია მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება სკოლის დირექციამ განსაკუთრებული სიყვარულით ერთადერთ პირველკლასელს, მარიამ კორძაიას მიულოცა:

„დიდი ოვაციებითა და ჟრიამულით დაიწყო ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებისათვის სკოლის მერხებთან. ყველაზე მეტად პირველკლასელ მოსწავლეს უხაროდა, თუმცა მარტოს მოუწევს მთელი იმ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რომელსაც თანაბრად ინაწილებენ ხოლმე თანაკლასელები. მასწავლებელს დიდი იმედი აქვს მისი და წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია დირექციის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203