ზედა საზანოს საჯარო სკოლის IIIა კლასი izrune.ge -ს „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელია
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის IIIა კლასი საქართველოს სექტემბრის გამორჩეული „სუპერ კლასია“. izrune.ge -ს გამორჩეული „სუპერ კლასის“ დამრიგებელი თეა ჩუბინიძე გახლავთ.
საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 26 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის რეგიონების პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი
izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: