გარდაბნის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, სევდა შახვერდიევამ პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
07-10-2021
გარდაბნის N3 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
პედაგოგმა სევდა შახვერდიევამ განსაკუთრებული მზრუნველობითა და სიყვარულით მიიღო პირველკლასელები. მათ სწავლის დაწყება მიულოცა და ამ მნიშვნელოვან პროცესში უამრავი წარმატება უსურვა.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს