ჭიათურის N4 საჯარო სკოლის დამრიგებელმა, ნანა ბურძენიძემ პირველკლასელთა საზეიმო განწყობაზე იზრუნა
07-10-2021
ჭიათურის N4 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. პატარებს კლასში შესვლამდე მთელი სკოლა ტაშს უკრავდა. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

დამრიგებელი ნანა ბურძენიძემ პირველკლასელებს განსაკუთრებული ემოციური დახვედრა მოუწყო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203