„ეტალონის“ პროექტების პრეზენტაცია სპეციალურად ახალქალაქის სკოლებისთვის ტარდება
31-01-2018
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი ახალქალაქს სტუმრობს. 

ამ წუთებში, გოჩა ტყეშელაშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში „ეტალონის“ პროექტების - Etaloni.ge-სა და Izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაციას მართავს. 

პრეზენტაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი და სკოლის დირექტორები ესწრებიან. 

აღნიშნულმა პროექტებმა სკოლის დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203