გაიცანით,​ ჩხარის N2 სკოლის izrune.ge-ს სექტემბრის გამორჩეული „სუპერ კლასი“ და მისი დამრიგებელი შორენა ტაბატაძე
07-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის III კლასი საქართველოს სექტემბრის გამორჩეული „სუპერ კლასია“. გამორჩეული „სუპერ კლასის“ დამრიგებელი შორენა ტაბატაძე გახლავთ.

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 26 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის რეგიონების პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა. 

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203