ცეცხლაურის N2 სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
07-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს ულოცავს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას საკლასო ოთახებში ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს გისურვებთ ჯანმრთელობას, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ  ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203