საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ
07-10-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა -  ნიკა ბაიდაურმა და ია ბასილაურმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეები ახმეტის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ახმეტელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203