ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ აქუბარდია ლიტერატურული კონკურსის ფინალისტია
07-10-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ აქუბარდია სკოლის სასახელოდ ლიტერატურული კონკურსის ფინალში მოხვდა.
ლიტერატურული კონკურსის - „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტებს შორის თამარ აქუბარდიაც დასახელდა. ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, რომელიც ნოემბრის ბოლოს აჭარის რეგიონში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომლიტერატორული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული კონკურსია.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი გამოვლინდება და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება, კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათთან საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს.
ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექცია თამარ აქუბარდიას ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს