ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების სრული დაცვით, განაახლა
07-10-2021
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა.

სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

„უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, საუკეთესო მოლოდინებით დახვდა ყველა მოსწავლეს და პედაგოგს, რომ სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო სივრცეში დაწყებულიყო. განსაკუთრებული იყო პირველკლასელებთან შეხვედრა. ამ კლასის მიმღებმა პედაგოგმა ეთერ ნატმელაძემ საინტერესო, შინაარსიანი აქტივობები დაგეგმა მოსწავლეთა და მშობელთა სრული ჩართულობით. ბავშვები ხალისით მონაწილეობდნენ აქტივობებში, თავიანთი სურვილები და მოლოდინები განათავსეს ხის ტოტებზე. კალათაში შეგროვდა მშობელთა ის ანონიმური მოთხოვნები, რაც მათ სკოლის მიმართ გააჩნიათ. სკოლის დირექტორმა იამზე ლობჯანიძემ ყველა პირველკლასელს მიულოცა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება და მშობლებს სკოლის საქმიანობასა და წარმატებაში თანამშრომლობისაკენ მოუწოდა“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203