წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
07-10-2021
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას.

„წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს სასწავლო პროცესის განახლებას საკლასო ოთახებში. წარმატებები ყველას“, - წერია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203