ითხვისის N1 სკოლის წარმატებული პედაგოგი მზია ბურჯანაძე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაჯილდოვდა
07-10-2021

5 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული დღე აღინიშნა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ბურჯანაძე  აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული მასწავლებლის სიგელით დაჯილდოვდა.

თანამშრომლები პედაგოგს ულოცავენ ამ წარმატებას მისალოც წერილს ავრცელებენ:

„მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის მასწავლებელი მზია ბურჯანაძე წარმატებული მასწავლებლის სიგელით დაჯილდოვდა. ვულოცავთ და ვუსურვებთ წინვლას პროფესიულ საქმიანობაში“, -  წერია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203