„ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა გულისხმიერი ადამიანები“- აჭყვისთავის საჯარო სკოლა ადგილობრივ მცხოვრებს მადლობას უხდის
07-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის პირველკლასელები ახალი „დედა ენის“ წიგნებით დასაჩუქრდნენ.
ადგილობრივი მაცხოვრებელი ავთანდილ ზოიძე სწავლისადმი მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს ხშირად წამახალისებელი სტიპენდიითა და საჩუქრებით ახალისებს.
სკოლის ადმინისტრაცია ავთანდილ ზოიძისადმი სამადლობელ წერილს ავრცელებს:
„ჩვენი სოფლის მკვიდრი ავთანდილ ზოიძე ყველა სასწავლო წელს ახერხებს ჩვენი მოსწავლეების გახარებას, როგორც სასწავლო წლის დასაწყისში ასევე საშობაოდ და დამამთავრებელი კლასებისთვის წამახალისებელი სტიპენდიით. ამჯერად პირველკლასელები ახალი „დედა ენის“ წიგნებით დასაჩუქრდნენ. სკოლის პედკოლექტივი, ჩვენი პატარები და მშობლები მადლობას ვუხდით ბატონ ავთანდილს გამოჩენილი ყურადღებისთვის. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა გულისხმიერი ადამიანები“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს