წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასწრებითი ფორმატით სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში განაახლეს
07-10-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სასწავლო დღეს საზეიმო ვითარებაში წვირმის ახალაშენებული სკოლის შენობა გაიხსნა.

მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კომფორტულ სასწავლო გარემოში შეუდგებიან ცოდნის დაუფლებას.

აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობა მამა პეტრემ აკურთდა.

„საზეიმო ვითარებაში ,გაგრძელდა სწავლა და მივიღეთ პირველკლასელები წვირმის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში. ეს ისტორიული დღე ყველას მიულოცა და წარმატებები უსურვა დირექტორმა, ქალბატონმა ლალი გულედანმა. ახალი სკოლა აკურთხა მამა პეტრემ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203