ჩხარის N2 საჯარო სკოლას წელს ათი პირველკლასელი ჰყავს
07-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
აღსანიშნავია, რომ ახალ შენობაში, რომელშიც ჩხარის N2 საჯარო სკოლა შარშან გადავიდა პირველკლასელები წელს პირველად მიიღეს.
სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს ათი პირველკლასელი ეყოლება და ბოლო წლებში ეს ყველაზე დიდი რიცხვია იმ ბავშვებისა, რომლებიც სკოლაში შევიდნენ.
პირველკლასელების დამრიგებელი კი ნელი ჭანკვეტაძე იქნება.