„ასეთი შეფასება თქვენი შრომის შედეგია“- გიმნაზია-პანსიონი izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ღირსეულად ატარებს
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ღირსეულად ატარებს.
სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება სწორედ აღნიშნული ტიტულის გამოქვეყნებით მიულოცა. სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ასეთი შეფასება სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა შრომის შედეგია.
„გიმნაზიელებო გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! ბედნიერი და წარამტებული წელი გვქონოდეს.
ყველას დიდი მადლობა, ასეთი შეფასება თქვენი შრომის შედეგია!!“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის წერილში.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: