ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო რობაქიძე კიდევ ერთ ღირსეულ თაობას ზრდის
07-10-2021
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ელისო რობაქიძემ 2020-2021 სასწავლო წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულები გააცილა.
ელისო რობაქიძე მე-5 კლასის მოსწავლეების დამრიგებელი გახდა; პედაგოგი თავის ცოდნას, გამოცდილებას ამჯერად პატარა აღსაზრდელებს მოახმარს და კიდევ ბევრ ღირსეულ მომავალ თაობას გაზრდის.
მასწავლებელი ულოცავს თავის აღსაზრდელებსა და თითოეულ მოსწავლეს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას.