სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ
07-10-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.
დირექციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
დირექცია მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერება, სიხარული და სითბო მოგვიტანეთ თქვენი მობრძანებით. გილოცავთ პაწაწინებო სკოლაში მობრძანებას წარმატებებს გისურვებთ უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს