„ჩაგკიდებთ ხელს და ვიქნები თქვენი წინამძღოლი“- საიმერლოს საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური მიმართვა მოსწავლეებს
07-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
მოსწავლეებს პედაგოგი ლილი ფუტკარაძე ულოცავს სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ერთხანს თქვენთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. მე ჩაგკიდებთ თქვენ ხელს და ვიქნები თქვენი წინამძღოლი. დავიცავ ოქროს შუალედს, ყველას თანაბრად გაგინაწილებთ ყურადღებას. წარმატებული, მშვიდობიანი და საინტერესო სასწავლო წელი მინდა გისურვოთ“, - წერს ლილი ფუტკარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს